ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„ვუყურებ რ2-ს და ნაციონალების წაგებული სტრატეგია ცოტა ღიმილისმომგვრელია. არჩევნები გაყალბდაო, როგორც შევარდნაძის დროსო!
1995 წელს საპარლამენტო არჩევნებში რომელმა პარტიამ გაიმარჯვა? მოქალაქეთა კავშირმა! ვინ იყო ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე? სააკაშვილი, ვინ იყო ფრაქციაში? ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ხელმძღვანელობა.
1999 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც კვლავ მოქალაქეთა კავშირმა/ნაციონალურმამოძრაობამ გაიმარჯვა! ხომ არ დაგავიწყდათ?
2003 წლის არჩევნებისთვის კი სააკაშვილი გამოეყო შევარდნაძეს, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა არ მოეწონა და გადატრიალება მოაწყო. რის შემდეგაც სულ დიმპიტაურით გაიფორმა ვადამდელი არჩევნები.
ხოდა რომელ გაყალბებას გულისხმობს ან ნაციონალური მოძრაობა ან რუსთავი 2? ოცნებას გაყალბება რომ სდომოდა, მეორე ტურს საერთოდ არ დანიშნავდა. უფრო მეტიც, თავად ოცნებას უტყდება იმის აღიარება, რომ მას, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ამ არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციაში მყოფი ნაციონალები უხერხებდნენ გაყალბებებს . კარგით მართლა, დამაჯერებელი ტყუილი მაინც მოიფიქრეთ რამე", - წერს უძილაური.