logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: მნიშვნელოვანია, შემცირდეს სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის დაუსაბუთებელი რიტორიკა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 11:45



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციის ხშირი ცვლილებისგან თავის შეკავება.



ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია, ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართოს და გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე იქნას მიღებული.

მნიშვნელოვანია, შემცირდეს სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის დაუსაბუთებელი რიტორიკა და გააქტიურდეს სამართლებრივი დისკუსია. ვეცდები, შევასრულო შუამავალი რგოლის როლი მოსამართლეებს შორის და ხელი შევუწყო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. ძალისხმევას მივმართავ თანამშრომელთა კომპეტენციის ზრდისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვისკენ. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვიანობა დღეს გაზრდილია. მხოლოდ წელს 150-მდე სარჩელი და წარგინებაა შემოსული, რაც თითოეული წევრის თავდაუზოგავ შრომას საჭიროებს. ვეცდები, აპარატის გაძლიერებით და ეფექტიანი მენეჯმენტით მოსამართლეებს შევუქმნა ნაყოფიერი საქმიანობისთვის საჭირო პირობები", - აცხადებს ზაზა თავაძე.



რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს, როგორც თავაძე აღნიშნავს, ის იქნება იმის გარანტი, რომ ასეთ ფაქტებს მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.



მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგად, ან დამნაშავე გამოვლინდება, ან გაქარწყლდება კითხვები ზეწოლის შესახებ. ვიძლევი გარანტიას, რომ სასამართლოს რომელიმე წევრზე ზეწოლის ფაქტებს მოჰყვება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა ზაზა თავაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner