logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
- +

31 ოქტომბერი. 2016. 12:09



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.



ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 24-საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.



პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა.

ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.


წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


პროექტი, რომლის ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია, 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner