რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთ სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24-წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა.
ყოჩაღ, ლევან, ძმაო, „მა-ლა-დეც". სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს", - წერს საყვარელიძე.