ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში „დღის შოუში" ჩვილი ბავშვისთვის ყურის გახვრეტას ეხმიანება.
„დღეს ძირითადად „დახვრეტებს" ვაზიარებ, შვილიშვილები ბებიას დასდევენ თოფით, აგერ თვეების ბავშვს აკავებენ, რომ დაუბრკოლებლად „ესროლონ", მოკლედ, მეგობრებო, მიკიბ-მოკიბვას აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა გითხრათ სიმართლე -
ჩვენ ვაფრენთ,
კარგად გაისიგრძეგანეთ, „ისინი" კი არა, არამედ ჩვენ, ყველა ვაფრენთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.