logo_geo
eng_logo
რეზო კვერენჩხილაძე: რეპრესიები განახლდა 2004 წელს, 1934 წლიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ!
- +

1 ნოემბერი. 2016. 14:17


 

ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარი რეზო კვერენჩხილაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით საუბრობს და  გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს ადარებს.

 

„2004 წლის იანვარში, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა - ყველანი ციხეშიო! ეს იყო 1934 წელს გამოცემული იმ დადგენილების ტოლფასი, რომელიც ქვეყანაში რეპრესიების დაწყებას ამცნობდა. გაგახსენებთ - ეს დადგენილება მოჰყვა 1934 წლის 1 დეკემბერს სერგო კიროვის მკვლელობას. სააკაშვილის მმართველობასთან პარალელს თუ გავავლებთ, სააკაშვილმა ორი თვით დააგვიანა, დეკემბერში არა, მაგრამ 2005 წლის 3 თებერვალს იმქვეყნად გაისტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

 

შეგახსენებთ, როგორც კიროვი, ჟვანიაც რევოლუციის შვილი იყო და ხელისუფლებაში ამ გზით მოსული. ასე რომ, რეპრესიები განახლდა 2004 წელს, 1934 წლიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ. 1937 წელი საქართველოში დაიწყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობით - 2006 წლის 28 იანვარს. იმავე წელს ნავთლუღში ჩახოცეს უდანაშაულო ბიჭები. 2007 წელს მოკლეს აკადემიკოსი გურამ შარაძე - ყურადღება მიაქციეთ, ეს მოხდა 2007 წლის 20 მაისს, 1937 წლის რეპრესიებიდან 70 წლისთავზე. ისიც საგულისხმოა, რომ ზუსტად 70 წლის წინათ, მაისის თვეში, კერძოდ კი, 1937 15 მაისს ლავრენტი ბერია სიტყვით გამოვიდა მწერალთა სასახლეში და ვინც კი კრიტიკულად მოიხსენია, ყველა სულ მალე ციხეში აღმოჩნდა. საინტერესოა, რას აკეთებდა სააკაშვილი 2007 წლის 15 მაისს - ბერიასავით იქნებ სწორედ იმ  დღეს გასცა გურამ შარაძის მკვლელობის ბრძანება? მწერალთა სასახლეში ლავრენტი ბერიას გამოსვლიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ, 2007 წლის 21 აგვისტოს, სააკაშვილის ბრძანებით დაარბიეს მწერალთა კავშირის სასახლე, ხოლო მანამდე - 2007 წლის 10 აგვისტოს - გამომცემლობა „სამშობლო" და მათ შორის, „ასავალ-დასავალის" რედაქცია... ნოემბერში - ტელეკომპანია „იმედი", მომიტინგეები რეზინის ხელკეტებით გაროზგეს. 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე დაარბიეს ხალხი და ორი ადამიანი მოკლეს",- განაცხადა კვერენჩხილაძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner