logo_geo
eng_logo
ალი ბაბაევი: აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნაციონალი ბიჭბუჭების პროვოკაციებს არასდროს აჰყვება!
- +

1 ნოემბერი. 2016. 18:35



„ყიზილაჯლოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მთელი აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღაშფოთა",- ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მარნეულის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ინსპირირებული.


„8 ოქტომბერს ყიზილაჯლოში მომხდარი არეულობა თავიდან ბოლომდე ნაციონალების მიერ იყო ინსპირირებული.

 

მათ დაინახეს, რომ არჩევნებს აგებდნენ და ხელოვნურად დაძაბეს სიტუაცია. მეტიც, ნაცებს უნდოდათ, ეს პროვოკაცია და არეულობა მარნეულიდან მთელ საქართველოზე გავრცელებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

 

ყიზილაჯლოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მთელი აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღაშფოთა. ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ვემიჯნებით!

 

დიახ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართველი ხალხის მხარდამხარ ყოველთვის ერთგულად მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვარწმუნებ, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნაციონალი ბიჭბუჭების პროვოკაციებს არასდროს აჰყვება!" - განაცხადა ბაბაევმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner