logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: არ შეიძლება „ნაცები“ პარლამენტში!
- +

5 ნოემბერი. 2016. 03:21



მწერალმა ნაირა გელაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელშ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც გელაშვილი წერს, ენმ პარლამენტში არ შეიძლება რომ იყოს.


„არ შეიძლება „ნაცები" პარლამენტში! ასეთ პარლამენტთან ერთად ხალხი ვერ იცხოვრებს! არ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა აზრითაც: თვით ლიბერალური ათეიზმით წელგამაგრებულებმაც არ შეიძლება მთლიანად უარყონ დანაშაულისა და ბედისწერის ერთმანეთზე გადაჯაჭვულობა! ვიდრე სისხლის სამართლისა და ზნეობრივი სამართლის დამნაშავეები პარლამენტში ისხდებიან და მათი ტრიბუნა „რუსთავი 2" ასე გააგრძელებს მუშაობას, ქვეყანა სიკეთეს არ უნდა ელოდოს", - წერს ნაირა გელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner