მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის „23ე ბიუროს" წარმომადგენლების მიერ ქართველების ცემის ფაქტს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„სოფელ ზვარეში მომხდარი არაადამიანური ქმედებები დაუშვებელია... ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დამნაშავეები დასჯილნი!" წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს. დაწყებულია გამოძიება.