logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სოფელ ზვარეში მომხდარი ფაქტის გამო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!
- +

5 ნოემბერი. 2016. 13:22



მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის „23­ე ბიუროს" წარმომადგენლების მიერ ქართველების ცემის ფაქტს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„სოფელ ზვარეში მომხდარი არაადამიანური ქმედებები დაუშვებელია... ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დამნაშავეები დასჯილნი!" ­ წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.



2 ნოემბერს, გვიან ღამით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23­ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს. დაწყებულია გამოძიება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner