logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ვიზიარებ ტრაგედიას და მკაცრად მოვითხოვ დამნაშავის დასჯას!
- +

5 ნოემბერი. 2016. 13:48



51 წლის ქართველი ქალბატონი, რომელიც თურქეთში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა,  ამავე სახლში დაჩეხილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„საშინელი ფაქტი მოხდა თურქეთში, რაც თითოეული ჩვენგანის სამართლიან აღშფოთებას

იწვევს. გულით ვიზიარებ ქალბატონ მზია დუნდუას ოჯახის ამ ტრაგედიას და მკაცრად

მოვითხოვ დამნაშავის დასჯას და გარდაცვლილის ოჯახისათვის ამ უდიდესი მორალური

ზიანის კომპენსაციას.

 

დროა, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც დასაქმებულები არიან ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი უფლებები დამსაქმებლის მხრიდან არაა შესაბამისად დაცული, იგრძნონ ქართული სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. ამ მხრივ ბევრი პრობლემაა

მოსაგვარებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ახლო მომავალში. პარლამენტში

ინიცირებული იქნება კანონპროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს საქართველის მოქალაქეებს საკუთარი უფლებების რეალიზაციაში საზღვარგარეთ.

 

ასევე განხორციელდება სხვა უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები სხვა ქვეყნებთან ორმხრივი

ურთიერთობების ფორმატებში, რათა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად მისი სტატუსისა, თავს გრძნობდეს ღირსეულად და შესაბამისად დაცულად ამ ქვეყნებში.

 

მნიშვნელოვანია და იმედისმომცემი უნდა იყოს, რომ ხელისუფლების მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის სწრაფი განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. იქნებ შევძლოთ და გავარღვიოთ ეს ჯებირიც... ჩემთვის პირადად საშინლად მტკივნეულია, როდესაც უმეტესად ქართველი ქალები, ჩვენი დედები, დები და ხშირად შვილებიც არცთუ მსუბუქი შრომის ფასად საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში, წლობით მოწყვეტილები საკუთარ კერას, უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებს ინახავენ მთელ ოჯახებს და ხშირად არა ერთს", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner