„ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯი ჩვენი დედაქალაქისთვის ევროპული ქალაქის სტატუსის მოპოვებისთვის", - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე დედაქალაქში ელექტრომობილების პირველი დასამუხტი სვეტების გახსნას.
„დღეს თბილისში ელექტრომობილების პირველი დასამუხტი სვეტები გაიხსნა.
მადლობა ამ საქმის ენთუზიასტებს", - წერს ოგბაიძე.