საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ენმ-ს დღევანდელ ხელმძღვანელებს საკუთარი ამომრჩევლის ეშინიათ. მმართველი პატარა გუნდი ცდილობს, მომავალ ყრილობას ჩამოაშოროს მათთვის არასასურველი ადამიანები. საჭიროა შიდაპარტიული ფართო საარჩევნო პროცესი, რომელიც ყრილობით დაგვირგვინდება!"