logo_geo
eng_logo
„ახლა მე უნდა შევაფურთხო დედაჩემის მკვლელს და ყველას გაფრთხილებთ!..“
- +

7 ნოემბერი. 2016. 15:36


 

სანამ უღირსობაზე ხელს მოაწერთ, დაფიქრდით თქვენს შვილებზე", - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში.



გონიოში ტრასის პირზე ნაკვეთი მქონდა, იდეალური ადგილი იყო ბენზინგასამართი სადგურისათვის. ნაკვეთზე დანგრეული ფარდული იდგა, რომელიც სამრეწველო ნაგვით იყო გარშემორტყმული და ალბათ მაგის გამო არავის მოხვდა თვალში. ასლანთან დაძაბული ურთიერთობის მქონდა, რუსეთში ვიყავი გადახვეწილი. როცა საქართველოს აღმშენებლობა" დაიწყო, დავბრუნდით მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ეტლს მიჯაჭვული ბიჭი. დედასთან ერთად დავიწყეთ ბათუმში ცხოვრება.

როგორც კი ნაკვეთი მოვასუფთავე, დაახლოებით ერთ კვირაში დამიბარეს პროკურატურაში.

-ნაკვეთი უნდა აჩუქო სახელმწიფოს! - გამომიცხადა პროკურორმა დიასამიძემ. უარი ვუთხარი. მაშინვე გამათავისუფლეს.

საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როცა ოჯახში შემომივარდნენ. ჩხრეკის ოქმით, სადაც ეწერა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის გასაღებაში ვიყავი ეჭვმიტანილი. ოცდაათი აბი სუუტექსი ამომიღეს" ჩემი კარადის უჯრიდან. ერთი კვირა გავუძელი წამებას, არ მოვუწერე ხელი, არც აღიარებას, არც ნაკვეთის გადაფორმებას სახელმწიფოზე. როცა დიასამიძემ მამცნო ის, რომ დედაჩემმა ვერ გადაიტანა ამხელა სტრესი, ინსულტით გარდაიცვალა და რომ ჩემს მეუღლეს უჭირს ინვალიდი მოზარდის მომსახურება, დავთანხმდი ნაკვეთის ჩუქებას, გათავისუფლების სანაცვლოდ.

შვიდი წლის მერე, აღწერილი მოვლენებიდან, სოფელ ლიხაურში ჩავედი დაგვიანებით, ჩემი ბიძაშვილის შვილის ქორწილში. თამადა...დიასამიძე იყო.

ვერ მიცნო, საკმაო მთვრალი იყო. როგორც დაგვიანებულს, ყანწი გამომიგზავნა.

-ბოდიშს გიხდით დაგვიანებისათვის და ორი სიტყვა მინდა მოგახსენოთ.

მოკლედ მოვყევი ის, რაც გადამხდა, დიასამიძის გვარი არ მიხსენებია. ახლოს მივედი და თვალი თვალში გავუყარე თამადას - მიცნო! გაფითრდა, კანკალი დაიწყო.

-ახლა მე უნდა შევაფურთხო დედაჩემის მკვლელს, ჩემი წამების ორგანიზატორს, ჩემთვის წართმეული ნაკვეთის ახალ მეპატრონეს და ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩაერევა, ადგილზე მივაკლავ, ხოლო იმას, ვისაც შევაფურთხებ, ვაფრთხილებ, ფურთხი არ მოიწმინდოს და ისე გაა@ვას აქედან, თორემ დავკლავ ღორივით!

სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. სიძეს ბოდიში მოვუხადე.

უკან გავყევი შეფურთხებულს. ვიღაცა ბიჭი გამომყვა.

-მე მაპატიეთ, მამაა ჩემი! - მითხრა და ატირებული მანქანაში ჩაუჯდა თამადას.

სერიიდან, სანამ უღირსობაზე ხელს მოაწერთ, დაფიქრდით თქვენს შვილებზე".

ვინც ეს მომიყვა, მან მთხოვა ის, რომ არ დამეწერა გვარები, კარგი შვილი ყავს იმ ნაგავს, მეცოდებაო", - წერს გიორგი ბერეჟიანი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner