logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: ჩემო პოლიციელებო, ვამაყობ თქვენით
- +

7 ნოემბერი. 2016. 16:22



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:



დილით მოქალაქემ მომწერა, მინდა, საპატრულო ეკიპაჟ 7307- მადლობა გადავუხადო და დამეხმარეო...  აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი ხანდაზმული მამა ღამე სახლიდან გაპარულა, მერე ბინის მისამართი დავიწყებია.. დაკარგული, მიუსაფარი პოლიციელებმა - თემურ როსტომაშვილმა და თემურ ნონიაშვილმა იპოვეს, ვინაობა და მისამართი დაადგინეს და სახლშიც დააბრუნეს ... ჰოდა, დილაადრიან მისმა შვილმა მომწერა - მადლობა, რომ მამა დამიბრუნეთო...

არის მომენტები, როცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური. ათასი გრძნობა და ფიქრი ირევა... ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მაგარია, როცა შენი პროფესია სხვაზე ზრუნვა და გაფრთხილებაა... მოკლედ, ჩემო პოლიციელებო, ვამაყობ თქვენით და ვიცი, რომ მსგავსი ისტორიები დღენიადაგ ხდება, უბრალოდ, მთხრობელია ცოტა..." - წერს პერტაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner