logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია მიხეილ სააკაშვილზე: თავისი თავის მსხვერპლი თავად თუ გახდება
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:12



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:


 

ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართულ ოცნებაზე" მეტად ნაციონალური მოძრაობის" მნიშვნელოვანი ნაწილია დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის" უკრაინული თუ საქართველოს წარმომადგენლობა ერთობლივად მუშაობს სააკაშვილის თავიდან მოშორებაზე, მათ შორის უგულავა-მერაბიშვილიც ციხიდან. სააკაშვილმა ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ ურთიერთმოქიშპე მხარეებიც კი შეიძლება გაერთიანდნენ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუ მსგავსი რამე მოხდა, არ დაგვავიწყდეს ერთი, ასეთი შემთხვევები, როგორც წესი შიგნიდან გატეხილ ციხეს" წარმოადგენს.

არც ვიცი, უნდა მძულდეს თუ მეცოდებოდეს სააკაშვილი თუ ორივე ერთად, ალბათ უფრო ეს უკანასკნელი. თავის თავის მსხვერპლი თავად თუ გახდება და არა სხვის მიერ", - წერს არჩილ გამზარდია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner