logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გია ლორთქიფანიძის გარშემო იკვრება ის ხაფანგი, რომელშიც შესაძლოა, სააკაშვილი გაებას
- +

7 ნოემბერი. 2016. 19:04



პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიხეილ სააკშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ ოპოზიციონერობის ნიშნები მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია აქვს.



მისი თქმით, სავარაუდოა, რომ გია ლორთქიფანიძის გარშემო იკვრება ის ხაფანგი, რომელშიც არ არის გამორიცხული,  სააკაშვილი გაებას.

 

 

მიხეილ სააკაშვილს ურჩევნია, პოლიტიკური მოსასხამი მოისხას, რომ მერე პოლიტიკურ დევნად შეაფასოს მისი სამართლებრივი დევნა. ამ სცენარის რეპეტიცია მას საქართველოში აქვს გავლილი, სადაც სამართლებრივად დამნაშავეა, ცდილობს, თავი პოლიტიკით გადაირჩინოს. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ამერიკისკენ გაიწევს, საინტერესოა, რომელი უფრო მყუდრო აღმოჩნდება - კლინტონის თუ ტრამპის ადმინისტრაცია. მისთვის ხელსაყრელი უფრო ტრამპის ადმინისტრაცი. ხმები ჩამოდის, რომ ის ვერ ჩაჯდა იმ ადგილზე, სადაც შემოსავლების ნაკადი შემოუვიდოდა, ვერ მოახერხა იმ წერტილების კონტროლი, სადაც ეს ნაკადები გადიოდა. გამორიცხული არ არისამ ფინანსური ნაკადების ძებნაში მან გადააბიჯა კანონს და აიფარა პოლიტიკური ფარდა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „20/30"-თან საუბრისას. 



უკრაინის ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. დღესვე გააკეთა განცხადება ოდესის გუბერნატორობიდან წასვლის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner