logo_geo
eng_logo
კასპელი ბავშვები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან
- +

8 ნოემბერი. 2016. 01:55


 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა.


2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში კასპში მცხოვრები 1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner