logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არა, რააა... მიხო მართლა „მაგარია“...
- +

8 ნოემბერი. 2016. 19:24


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„არა, რააა... მიხო მართლა „მაგარია"... აბა, სადმე გინახავთ პოლიტიკოსი, ორი ქვეყნის ხელისუფლებას ერთდროულად ედგეს ოპოზიციაში?!

 

როგორც ინკოგნიტო წყარო მატყობინებს, ეს გახლავთ მეგი გოცირიძის მიერ დაწერილი სცენარი კოდური სახელწოდებით: „ორჯერ ორი ორია", რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანაში ორივე ხელისუფლების შეცვლას და ორივე ოლიგარქის დამხობას!

 

გოცირიძის სცენარის თანახმად, თუ მიხოს ჩანაფიქრი არ (ვერ) განხორციელდება, იგი მზადაა, ასევე ოპოზიციაში ჩაუდგეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას!

 

თქვენ რა გგონიათ, მიხოს ჭკუა დაუშლის თუ გონება?!",- წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner