logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბვაში სააკაშვილს ადანაშაულებს
- +

8 ნოემბერი. 2016. 23:14



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედ მიხეილ სააკაშვილს  წინასაარჩევნო პერიოდის ისედაც დაძაბული ვითარების გაუარესებას აბრალებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.


„საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს. გახსოვთ, კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას, რაც არაერთხელ ითქვა. სააკაშვილის ჩამოსვლა თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ვითარება მშვიდობიანი საარჩევნო რეჟიმიდან ექსტრემალურ პირობებში უნდა გადასულიყო",-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner