პროდიუსერი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საზოგადოების ფარისევლობამ გამაოცა. ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე, თითქოს ამ წლების განავლობაში ჩვენი გადაცემა არ ცდილობდა, თქვენი ყურადღება მათ პრობლემებზე მიგვექცია. რამდენჯერ შევეხეთ ამ თემას, რამდენჯერ გეხვეწათ გია ჯაჯანიძე - მშობლებო, თქვენს შვილებს მიხედეთო. მაშინ დაგვცინოდით, მაშინ დადგმული შოუ გეგონათ. იმიტომ, რომ არ გინდოდათ, გეღიარებინათ, რომ თქვენი უსულგულობის გამო ეს ბავშვები უკვე სამუდამოდ დაიღუპნენ. ვეხვეწეთ შსს-ს, განათლების სამინისტროს, სოციალურ სამსახურს და ამ ბავშვების და ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელებში თავშეფარებულების პრობლემებით დაინტერესება ვთხოვეთ. პასუხი, იცით, რა იყო? ეს ჩვენი პრობლემა არ არისო!!
ახლა ვისი პრობლემაა? მაია სტეფნაძის და გია ჯაჯანიძის? დაიმახსოვრეთ, ამ ახალგაზდებს დახმარება სჭირდებოდათ და თქვენ მათ უარი უთხარით. ახლა იცხოვრეთ ამ ცოდვით", - წერს სტეფნაძე.