logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი და ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს!
- +

9 ნოემბერი. 2016. 22:41


 

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეს სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგენა. ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა.


„მიხეილ სააკაშვილის დაკავების მოთხოვნა დიდიხანია არსებობს. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება უაზლოეს პერიოდში, რადგან ამ ადამიანმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქვეყანა კი თავის მოქალაქეს ძნელად თუ გასცემს. თუმცა დიდი შანსია, რომ მისი დევნა უკრანაშიც დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის დღე, როდესაც ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს და სასამართლოს წინაშე წარსდგება. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც",- განაცხადა სუბარმა. 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner