logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ბევრი რამ ალბათ ძველი დარჩება, თუმცა ახალსაც უნდა ველოდოთ
- +

10 ნოემბერი. 2016. 13:55



„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გამსახურდიას თქმით, დონალდ ტრამპს არცთუ იოლი მემკვიდრეობა ხვდება საგარეო-პოლიტიკური კუთხით.



ვფიქრობ, ტრამპშიც არ არის საქმე. ამჯერად ნაკლებად მაინტერესებს მისი, როგორც პოლიტიკოსის ფიგურა, ასევე მისი პროგრამატულ-კონცეპტუალური გამოსვლები. არც მისი მიმდევარ-ფანების ოდიოზურობა და სიჭრელე მაღელვებს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და სიმპტომატური ის ფაქტია, რომ ტრამპმა გადალახა ჯერ თავად რესპუბლიკური დიდი ძველი" პარტიის წინააღმდეგობა, შემდეგ კი დაამარცხა დემოკრატები თავის კანდიდატთან ერთად.

ეს უნდა ნიშნავდეს ორ რამეს: პირველი იმას, რომ ამერიკელმა ამომრჩეველმა ამ არჩევნებში უარი უთხრა დიდი ხნის ეტაბლირებულ სისტემას და მის შემოთავაზებას, რასაც გამოხატავს ჰილარი.

და მეორე კიდევ ისაა, რომ თავად სისტემა აიჭრა: სისტემაში ბევრნი მიხვდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება ვერც აშშ-ში და ვერც მსოფლიოში, რადგან ამერიკის შიდა პოლიტიკა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ (და სხვადასხვა პროცენტუალური შემადგენლობით ცხადია) მაინც იქცა ისეთ ფაქტორად, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ახალ პრეზიდენტს ხვდება არცთუ იოლი მემკვიდრეობა საგარეო-პოლიტიკური კუთხით: აღრეული სირია და ერაყი, თავისი ალევიტებით, შიიტებით, სუნიტებით და ქურთებით, ასევე რუსული სამხედრო კონტინგენტით, ანუ ჩვენი მახლობელი აღმოსავლეთი, რომელიც იწვის, თურქეთი ერდოღანით და გიულენის შიზოიდურ-ავი მოჩვენებით, ასევე ოსმალეთის იმპერიის აჩრდილით, უკრაინა-რუსეთი, ლტოლვილთა ნაკადები ევროპისკენ, მსოფლიო ტერორის ახალი ტალღა და ..

ბევრი რამ ალბათ ძველი დარჩება, თუმცა ახალსაც უნდა ველოდოთ", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner