logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამამ თეთრ სახლში ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიღო
- +

10 ნოემბერი. 2016. 23:12



თეთრ სახლში ბარაქ ობამას და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობდა. დაგეგმილი 15 წუთის ნაცვლად შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. როგორც აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, მისთვის დიდი პატივია თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრა.


ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისი თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები. როგორც ობამა აცხადებს,  მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.


„ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს", - აღნიშნა ობამამ.


შეხვედრის დასასრულს დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას კარგი კაცი უწოდა. 


ვიდრე პრეზიდენტები საუბრობდნენ, პირველმა ლედიმ მომავალ პირველ ლედის თეთრი სახლი დაათვალიერებინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner