საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 1-2 დეკემბერს შედგება.
როგორც 2030.news-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიასა და ევროპის საბჭოში, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან.
გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმაც ისაუბრა.
„საქართველოსა და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაცია ევროკავშირისთვის პრიორიტეტია, რადგან საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. არის გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მოხდეს წინსვლა. მე ველოდები პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში. ყველამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური და იმედის მომცემი, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერა", - განაცხადა მოგერინიმ 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.