თელავში, დღის ცენტრი უკიდურესად გაჭირვებულ ბენეფიციარებს მოემსახურება,- ამის შესახებ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა. ბენეფიციარებს არამხოლოდ კვება, არამედ დღის განმავლობაში დარჩენაც შეეძლებათ. სპეციალურად მათთვის მოეწყობა სოციალური სამრეცხაო და საშხაპე.
დღის ცენტრი ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობაში განთავსდება. არნიშნულ პროექტს თელავის მერია გერმანიის საელჩოსთან ერთად თანადაფინანსებით განახორციელებს.
„გერმანიის საელჩო მზად არის ამ პროექტის განსახორციელებლად დონაციის სახით გამოგვიყოს 170 ათასი ლარი თანადაფინანსებისთვის. დანარჩენ თანხას თელავის მერია აიღებს. დღის ცენტრში გარდა სასადილოსი, გვინდა გავაკეთოთ სამრეცხაო, სადაც ის 320 ბენეფიციარი ისარგებლებს, რომლებსაც თელავის მერია ყოველდღიურად კვების სერვისს აძლევს",- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.