logo_geo
eng_logo
23 ნოემბრამდე ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

21 ნოემბერი. 2016. 19:31



საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე სამუშაოების წარმოება გრძელდება, 2016 წლის 23 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე, შესაბამისად აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე)   ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.


აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner