logo_geo
eng_logo
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- +

22 ნოემბერი. 2016. 11:58



იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პროფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით 10-11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.


მიწისძვრის შემდგომ მოსალოდნელი ცუნამის საშიშროების გამო სანაპირო ზოლიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


2011 წელს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ  15 მეტრის სიმაღლის ტალრა დაატყდა თავს იაპონიას, ამჯერად კი ტალღის მაქსიმალური სიმაღლე 1,4 მეტრი დაფიქსირდა.



სტიქიის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner