logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი მხარს არ უჭერს იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს
- +

23 ნოემბერი. 2016. 13:14



აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „The New York Time"-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ მას სურს რუსეთის ლიდერთან ვლადიმiრ პუტინთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა მხარს არ უჭერს იმ იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა" ეწოდოს.



ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. მისი თქმით, „მშვენიერი" იქნებოდა, თუ ის და პუტინი ერთმანეთს გაუგებდნენ, მაგრამ უარი განაცხადა, რომ ურთიერთობების დათბობის პროცესს „გადატვირთვა" ეწოდოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner