საქართველოს მოქალაქეს თავის მოკვეთით ემუქრებიან. აფრიკაში მყოფი 32 წლის ახალგაზრდა უკვე 2 თვეა გატაცებულია და ის ამ დროისთვის ბენინის რესპუბლიკაში იმყოფება. გამტაცებლები თანხას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლის სიკვდილით დასჯიან.
თავად ჯიმშერ შარაშიძე ოჯახს ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მას მუდმივად აწამებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. შარაშიძის ახლობლები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ. მათ ერთხელ უკვე გადარიცხეს 10 ათასი დოლარი აფრიკაში, თუმცა მძევალი კვლავ ტყვეობაში რჩება. მათი ინფორმაციით გამოძიება ჯიმშერ შარაშიძის საქმეზე საქართველოში დაწყებულია, თუმცა ოჯახი მის დაჩქარებას ითხოვს. შარშიძეების ინფორმაციით ბენინის რესპუბლიკაში გატაცებულებს შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთი ქართველი იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შარშიძის ოჯახმა განცხადებით მათ 4 ნოემბერს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმართვის დღიდან, ჯიმშერ შარაშიძის საქმეზე საელჩოებთან ინტენსიური კონტაქტი აქვთ.
საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ჯიმშერ შარაშიძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გამოძიება ბენინის რესპუბლიკაშიც მიმდინარეობს. პარალელურად კი საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აწარმოებს.