logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა: ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს
- +

27 ნოემბერი. 2016. 02:44



ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს უზარმაზარ გავლენას მსოფლიოზე - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას.


ბარაკ ობამას განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კუბელ ხალხს მეგობრობის ხელს უწვდის.


ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდით, რომ წარსული უკან მოგვეტოვებინა და გვეშენებინა მომავალი, რომელიც დამყარებული იქნებოდა არა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსხვავებებზე, არამედ იმ ბევრ საერთო ფაქტორზე, რაც ამერიკასა და კუბას აკავშირებდათ - კულტურა, ოჯახები" - აღნიშნულია განცხადებაში.


როგორც ბარაკ ობამას წერილში წერია, ამერიკელი ხალხის ფიქრები ახლა კუბელი ხალხისკენ არის მიმართული. მისი თქმით, კუბელები უკან დაიტოვებენ წარსულს და მომავლისაკენ დაიწყებენ ყურებას. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კუბის პარტნიორი და მეგობარია.



ეს მომენტი, კუბაშიც და ამერიკაშიც ძლიერი ემოციებით არის სავსე. ეს ემოციები გამოხატულია სხვადასხვა ფორმით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასოციაციასა და ემოციებს აღძრავს ფიდელ კასტრო კონკრეტულ ადამიანებში, ოჯახებსა და კუბელ ერში. ისტორია იმახსოვრებს და განსჯის იმ დიდ გავლენას, რასაც თითოეული გამოჩენილი ადამიანი ახდენს მსოფლიოზე" - აღნიშნულია ობამას განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner