2017 წელს გუდაურს ხელოვნური ტბა ექნება. როგორც „ბიზნესკონტრაქტთან" მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, ტენდერი ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებით ზამთარში გამოცხადდება, სამუშაოები კი გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, ხელოვნური ტბა შესაძლებელს გახდის გუდაურში სეზონი ნაადრევად გაიხსნას, რადგანაც ხელოვნური ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო.