კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა.
კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის „შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან „ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.