logo_geo
eng_logo
კოლუმბიაში ავიაკატასტროფისას სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა
- +

29 ნოემბერი. 2016. 12:10



კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა.


კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.


თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის „შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან „ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner