logo_geo
eng_logo
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა
- +

30 ნოემბერი. 2016. 14:08



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადა.


2030.news-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უკვე მიიღო.


ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი სამინისტროში შტატების შემცირებასაც ითვალისწინებს.


ამასთან, ზურაბ ალავიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილეები - ილია დარჩიაშვილი, თენგიზ შერგელაშვილი და ეკა სეფიაშვილი.


ალავიძე პრემიერ-მინისტრს მოადგილეების ახალ კანდიდატურებს წარუდგენს, მათ შორის იქნება ირაკლი მატკავაც.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner