logo_geo
eng_logo
ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში საარტილერიო იერიშებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 ნოემბერი. 2016. 22:34



დასავლური მედიის ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში საარტილერიო იერიშებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით მოქალაქე. დაღუპულებს შორის, ძირითადად, ბავშვები და ქალები არიან.


მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი იმ დროს გახსნეს, როდესაც ისინი ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტები უდანაშაულო პირების დახოცვაზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას აკისრებენ.


ბოლო დღეების განმავლობაში, ალეპოში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner