logo_geo
eng_logo
მანუელ ვალსი: პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვტოვებ
- +

5 დეკემბერი. 2016. 22:21


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ქალაქ ევრიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსებას. მისი განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობას  6 დეკემბერს პრეზიდენტთან შეთანხმებით ოფიციალურად დატოვებს.


„დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ.დღეს ვიმყოფები ევრიში, ჩემს ქალაქში, ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვების და ჩემი გულის ქალაქში. ეს ის ქალაქია, სადაც ყოველთვის პირდაპირ, გულწრფელად საუბრობენ. ეს ქალაქია, რომელიც ცხოვრების სკოლას წარმოადგენს. დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მე მინდა ყველაფერი მივცე საფრანგეთს, საფრანგეთს, რომელმაც ამდენი მომცა.

 

სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე მე არ შემიძლია ერთდროულად პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსება. პრეზიდენტთან შეთანხმებით, 6 დეკემბრიდან ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას", - განაცხადა ვალსმა.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner