logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, უახლოეს მომავალში გავიგებთ
- +

18 თებერვალი. 2016. 10:50



საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგიტიკის მინისტრი კახა კალაძე სამინისტროების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფერს გაანალიზება სჭირდება.


„მე არ ვიცი, რას საუბრობს გიორგი ქადაგიძე, მაგრამ გეტყვით, რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში, რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ზოგადად მომავალში შესაძლებელია, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს, თუ რა სამინისტროებით და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ამას სჭირდება გაანალიზება, იმ რეალობის შეფასება, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით", - აღნიშნა კალაძემ.


მისივე თქმით, რომელი სამინისტრო  მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე ალბათ უახლოეს მომავალში გავიგებთ.


შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner