გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ყინვა შენარჩუნდება. მაღალმთიანეთში ყინვა -21 გრადუსსაც მიაღწევს.
8 დეკემბრის მონაცემებით ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ყინვამ -13 გრადუსს მიაღწიოს, მაღალმთიან რაიონებში კი მოსალოდნელია -16 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ქარბუქის შედეგად, თოვლი გზებზე ჩამოვა, რის გამოც ისინი მოიყინება.
დედაქალაქში 8 დეკემბრის საღამოს მოსალოდნელია -5 გრადუსი ყინვა. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარი ჩადგება.