logo_geo
eng_logo
ქუთაისში კინოთეატრ „საქართველოს" ერთ–ერთ დარბაზს რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭა
- +

9 დეკემბერი. 2016. 11:04


 


ქუთაისში კინოთეატრ „საქართველოს" ერთ-ერთ დარბაზს რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიება რეჟისორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. რეზო ჩხეიძის ლეგენდარული ფილმის „ჯარისკაცის მამას" ჩვენებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


გუშინ 4 დარბაზში რეჟისორ რეზო ჩხეიძის კინოჩვენებები დილიდან უფასოდ მიმდინარეობდა. ბოლო სეანსი 22.00 საათზე გაიმართა. პროექტის ორგანიზატორი კინოთეატრი, ქუთაისის მერია და ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება იყო. კინოთეატრში სულ 6 დარბაზია, რომელიც სრულად 2017 წლის დასაწყისში დაიტვირთება.


ქუთაისში ათწლეულების მანძილზე კინოთეატრი არ ფუნქციონირებდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner