იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა.
ბესელიას თქმით, თანამშრომლობაზე იმ ფორმით საუბარი, როგორიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა, არ იყო რელევანტური.
„დეტალურად ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ ის რეალობა, რაც იყო შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე. ერთადერთი პოზიცია, წინადადება, თანამშრომლობისთვის სახელდებოდა თანათავმჯდომარეობის ფორმატი. ეს არ არის თავისუფალი სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ეს არ ტოვებს სხვა წინადადებების განხილვის შესასაძლებლობას. ამ ფორმით ურთიერთობა და საუბარი არ იყო რელევანტური", - განაცხადა ეკა ბესელიამ.