logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის წევრების ვარაუდით საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას აპრილში შეძლებენ
- +

18 დეკემბერი. 2016. 00:53





საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ფორმალური დაბრკოლებები მოხსნილია, შეჩერების მექანიზმი დამტკიცებული. რეგულაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს, ჯერ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი განიხილავს. შემდეგ გადაწყვეტილება ევროპარლამენტში, „ლიბეს" კომიტეტში უნდა მიიღონ.


იანვარში, სავარაუდოდ, განხილვა ევროპარლამენტის სესიაზე გაგრძელდება. ამის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის საბჭოზე, მინისტრების დონეზე და მას ხელს მოაწერს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. პირველი იანვრიდან ეს მალტა იქნება. დოკუმენტი ითარგმნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ  ენებზე და გამოქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში. ევროპარლამენტის წევრები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას აპრილში შეძლებენ.


შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც ევროპული საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეტყვიან, ან შენგენის ზონაში ბევრი მოქალაქე გადაწყვეტს დარჩენას.


იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს, საქართველოს მთავრობამ ევროპასთან რეადმისიის კუთხით უნდა ითანამშრომლოს. საქართველოს მოქალაქეებმა კი ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე არ უნდა შეუქმნან საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner