„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში სირიის ტრაგედიას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„საქართველოს მეხუთე კოლონა არ ისვენებს!
უფრო ზუსტად სიხარბე და „გრანტები" არ ასვენებთ და კვლავ ცდილობენ ქვეყანა რუსეთს შეაჯახონ ...
მიზეზი ?! მიზეზი ამჯერადაც აბსოლუტურად ბრიყვული და სრულიად უნამუსო აქვთ...
არც მეტი და არც ნაკლები, ითხოვენ სირიაში რუსეთის ქმედება დაგმონ, ალეპოს აღების დროს ხალხი დაიღუპაო ... და ამერიკელი სამხედროები, ერაყის მოსულის აღების წარუმატებელი მცდელობის დროს, პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობას და საავადმყოფოებს რომ ბომბავდნენ და ბავშვებს რომ ხოვავდნენ ?!
მაგას არაუშავსო, ამერიკელის ხელით სიკვდილი, სიკვდილად არ ითვლებაო, რადგანასეთი უნამუსო სისულელეების ლაპარაკში „გრანტებს" გვიხდიანო ... აი ასეთია „ქართველი ლიბერალების" ლოგიკა და მორალი...",- წერს ბაღათურია.