logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 90 დღით გააგრძელა
- +

4 იანვარი. 2017. 11:34



თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას უყარა კენჭი.

90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 19 იანვრიდან ამოქმედდება.


საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თურქეთში გასული წლის ივლისში შემოიღეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.


სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, ორი ათასამდე ადამიანი დაშავდა. დღეის მდგომარეობით, 40 000-მდე ადამიანია დაკავებული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner