Qartli.ge - ს ინფორმაციიტ, გორი-სკრის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ავტომობილში კიდევ ერთ არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ასევე ოპერაცია უტარდება გარდაცვლილი ბავშვის მშობლებსაც. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატიციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.