logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა პაციენტების ინტერესებისკენ იქნება მიმართული
- +

24 იანვარი. 2017. 17:26



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ახალ სქემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლინიკების ბიუჯეტი არ შემცირებულა და მოხდა დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილება.


მისივე თქმით, ამ პროტესტის უკან დგას იმ კლინიკების ფინანსური ინტერესები, „რომლებიც ყველაზე მეტად ხმაურობდნენ ამ დღეებში".


„ის ცვლილებები, რაც გატარდა, იყო მხოლოდ პაციენტის ინტერესებისკენ მიმართული და ეს არ იქნება ბოლო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


დავით სერგეენკო გარკვეული პირების ფინანსურ ინტერესებზეც საუბრობს.

 

„კლინიკები,  არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე. ის ერთი თვის განმავლობაში, მეორედ ან მესამედ შედიოდა იმავე ან სხვა კლინიკაში, იმისათვის, რომ ამ კლინიკებს გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner