logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: რაც მერაბიშვილს აჭარაში აქვს გაკეთებული თავისი კლანების ხელით, ეს არის უპატიებელი დანაშაული!
- +

24 იანვარი. 2017. 23:19


 

„ყველა ის უბედურება და ტრაგედია, რაც კი საქართველოში მოხდა წლების განმავლობაში, დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ამას ზურაბ ადეიშვილი უწყობდა ხელს, ბოკერია მთავარი იდეოლოგი იყო" ,-ამის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე საუბრობს და „ნაციონალური მოძრაობის" დროს აჭარაში მომხდარ ამბებს იხსენებს.


„სამარცხვინოა "ნაციონალების" განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. მე ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაჭერა, მაგრამ როგორც ყოფილ პოლიტპატიმარს, ციხეში ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს სწორედ მერაბიშვილის მიერ გაუბედურებული. ჩემთან საკანში ისხდნენ ადამიანები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რის გამო დააპატიმრეს. გამოძებნიდნენ "ნასედკას", ვიღაცას დაადებდა ხელს, ვინც ამათ არ მოსწონდათ და ეგრევე ჩააყუდებდნენ ციხეში.

 

რაც მერაბიშვილს აჭარაში აქვს გაკეთებული თავისი კლანების ხელით, ეს არის უპატიებელი დანაშაული. აჭარის ინფრასტრუქტურის განვითარება სულ მაგისი ხალხის ხელში არ იყო? გრანტებს მისი მფარველობით არ იღებდნენ? ისეთებიც იყვნენ, რომლებიც დილით სხვა მანქანებით "ბლატაობდნენ", საღამოს - სხვა მანქანებით.

 

არ შეიძლება, დღეს "ნაციონალები" ან პარლამენტში იყვნენ, ან კიდევ ადგილობრივ ორგანოებში, რატომ უნდა მუშაობდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ დამნაშავეები?

 

ჩემი ინფორმაციით, ასევე, ძალიან დიდი შავი ფული ტრიალებდა ბოკერიას ხელში, რადგან ის იყო სააკაშვილის მთავარი პროპაგანდისტი უცხოეთში და მას ჰქონდა ურთიერთობები ლობისტურ კომპანიებთან. უცხოეთში ყველა სახის ფინანსები გადიოდა "ჩერეზ" ბოკერია. აი, ეს თანხებიც მოსაკითხია, საიდან, როგორ? ბოკერია კურირებდა ასევე საიდუმლო ხარჯებს, რომელიც იყო ჩვენი ფული!", - აღნიშნა ბაკურაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner