ინტერნეტმაღაზია be.ge (www.be.ge) ქართული კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სხვადასხვა დასახელების ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს: სახლის ტექნიკა, ფოტო-ვიდეოტექნიკა, ავტოელექტრონიკა, საყოფაცხოვრებლო ტექნიკა, სამზარეულოს ტექნიკა, სამშენებლო ხელსაწყოები, დასვენებისა და სპორტული ინვენტარი, ჭურჭელი და უამრავი სხვა პროდუქტი.
ონლაინმაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით და უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე.
თბილისის მასშტაბით პროდუქტის მიწოდება უფასოა, ხოლო რეგიონებში მოქმედებს დაბალი ტარიფი. გარდა ამისა, ონლაინმაღაზიაში მოქმედებს გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, გადარიცხვით ან ბარათის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განვადების გაფორმება გირჩევნიათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მოქნილი და მოსახერხებელი განვადების სისტემით: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინგანვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი "რესპუბლიკა", საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკიდა TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინგანვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ.