logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაცია გია ცერცვაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- +

25 იანვარი. 2017. 11:49


 



საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს უკრაინულ მხარესთან, რადგან არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.


„საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული - ამის შესახებ გუშინ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა და განცხადება გააკეთა პროკურატურამ. პრემიერი, ბუნებრივია, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს", - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner