ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი გაუქმდა.
„დღეისათვის მხოლოდ ერთი რეისი ბათუმი-სტამბოლის გვქონდა დაგეგმილი, რომელიც უამინდობის გამო, გადაიდო. ხვალისათვის ყველა ფრენა აღდგენილი იქნება და აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადეს ბათუმის აეროპორტში.